★ „ლერმონტოვის მოსამსახურე ქრისტაფორე სანიკიძის სურათი [ნახატი გაგარინის]. დედანი ინახება ლერმონტოვის მუზეუმში პიატიგორსკში. სურათი მითავაზა ლერმონტოვის მუზეუმის დირექტორმა ელისაბედ იაკოვკინამ. 21/VIII – 38 წელი. გ. კვიტაშვილი“
ასეთი წარწერა აქვს საქართველოს ბიბლიოთეკების ფოტომატიანეში დაცულ ფოტოს, რომელზეც ქართულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდაა ასახული.
ეს ახალგაზრდა, 1888 წლისთვის, უკვე ტფილისში მცხოვრები ერთი მოხუცი ქართველი კაცია, განსვენებულის რუსის პოეტის – ლერმონტოვის მოსამსახურედ ნაყოფი, ვისაც ბევრი რამ ხსომებია ლერმონტოვის ცხოვრებიდგან.
„გაზეთი „Нов. Обоз.“ სწერს,
რომ რუსეთის პოეტის მ. ლერმონტოვის მოსამსახურედ ნამყოფ კაცს, ქრისტეფორე სანიკიძეს
უთქვამს, ტფილისში ყოფნის დროს მ. ლერმონტოვი 6 დღის განმავლობაში იმ სახლში იდგა,
სადაც ეხლა „პარიჟის“ სასტუმროაო“, - გაზეთი „ივერია“, 1893 წ.
1891 წლის ძველი ქართული პრესის ცნობით, ქაიხოსრო სანიკიძე ლერმონტოვთან უკანასკნელს ჟამს ყოფილა, დუელის დროს.
„ქაიხოსრო სანიკიძე ნავალი კაცია და ბევრ რუსეთის გამოჩენილს კაცებთან ნამყოფი. ერთს დროს მთავარ-მართებელს ვორონცოვთანაც ყოფილა მსახურად.
1840 წლებში უნახავს ლონდონი, ყოფილა ბერლინსა, პარიჟსა და სტამბოლში, ყოფილა აგრეთვე სპარსეთში და სხვაგან. ეს კაცი და რამდენიმე სხვანიც 1830 წლებში იმერეთს ჰყოლიათ რუსეთის დიდს კაცებს და იქიდამ მერე რუსეთში წაუყვანიათ. ამათ შორის ერთი ვინმე აღსაბაძე ბერლინში სცხოვრობს, ხელობით ჩექმის მკერვალია, ცოლად გერმანელი ქალი ჰყავს და ბერლინის ერთს კარგს ქუჩაზე თავისი სახლიც უდგია.“
წყარო: