ლეგენდა თამარ მეფესა და შოთა რუსთაველზე... |


[ლეგენდა თამარის თანამედროვე პოეტ შოთა რუსთაველზე, რომელმაც უამრავი ქებათა-ქება უძღვნა თავის მბრძანებელს. სხვა ნაწარმოებებისგან გამორჩეული ეს თხზულება ნათლად წარმოაჩენს თამარის ჭეშმარიტ სახეს; ბარონი დე ბაი საქართველოში; ფრანგულიდან თარგმნა ლეილა მაღრაძემ; გამომცემლობა „არტანუჯი“, 2011 წ.]

„ყარაღაჯის ახლოს მდებარე ციხესიმაგრეში თამარმა დიდი ნადიმი გამართა. სამი კვირის განმავლობაში შიკრიკები სტუმრებს იწვევდნენ. სამი დღის განმავლობაში მონადირეები ნადირობდნენ, წვავდნენ ძროხისა და ცხვრის ხორცს. 

როდესაც სტუმრები შეიკრიბნენ და ნადიმი დაიწყო, დედოფალმა უბრძანა შოთა რუსთაველს წაეკითხა ლექსები და არაკი, რომელიც მან მისი ბრძანებით სპარსულიდან გადმოთარგმნა. არაკი იმდენად კარგი იყო, რომ დედოფალმა და მისმა სტუმრებმა ბევრი იტირეს.
მაშინ თამარმა ნება დართო პოეტს მოეთხოვა ჯილდო მისი ნების შესრულებისა და ასეთი ლამაზი ამბის თარგმნისათვის. საზანდარმა თამარს ხელი სთხოვა. სტუმრები გამხიარულდნენ, მაგრამ ყველა შეშინდა, როცა მეფეს განრისხება შეამჩნიეს. მან უბრძანა პოეტს საუკეთესო ცხენზე ამხედრებულიყო და სამუდამოდ გასცლოდა იქაურობას. 
შეწუხებული სტუმრები დიდხანს ჩურჩულებდნენ, მაგრამ დედოფალმა ხალხი გაისტუმრა და ნადიმი დასრულდა. 

რუსთაველი მთელი დღე მიაჭენებდა ცხენს. თბილისში, სადაც ბინადრობდა, ღამე ჩავიდა, მას იქ სასიხარულო არაფერი ელოდა. მის ბინაში სიწყნარე იყო. პოეტი უხმაუროდ შევიდა თავისი ცოლის ოთახში, სადაც მის მიერ კონსტანტინოპოლში ნაყიდი არაბი მონა იწვა საწოლში.

მეორე დღეს მან მოიპატიჟა თავისი და ცოლის ყველა ნათესავი. ისინი დიდი ნადიმის მოლოდინში იყვნენ: წრიულად დასხდნენ, მაგრამ სუფრაზე არაბის მოჭრილი თავი დახვდათ. რუსთაველმა მათ მოუთხრო ცოლის ღალატზე, თქვა, რომ იგი შორეულ ქვეყნებში მიემგზავრება და მასზე ვერასდროს ვეღარაფერს შეიტყობენ.

მან დატოვა პოემა, რომლის სპარსულიდან თარგმნა დედოფალმა უბრძანა და დაბეჯითებით სთხოვა მათ ამ წიგნის შენახვა, რათა შემდეგ იგი თავიანთი შვილებისათვის გადაეცათ და მოეთხროთ მათთვის იმის შესახებ, რომ – ოდესღაც რუსთაველი მეხოტბე იყო, რომელსაც ძალიან მოსწონდა ლექსების შეთხზვა, რომ ამ მომღერალს დედოფალი თამარი უყვარდა. ღმერთმა მას არ მისცა უფლება მშობლიურ ქვეყანაში სიკვდილისა“.

გიორგი ჭეიშვილი