გერმანელები, ინგლისელები, იტალიელები და ა.შ. ტფილისსა და ამიერკავკასიაში |


[„არგონავტები“, პატარა ფელეტონი]

წარღვნის შემდეგ, რომელიც უფრო ცოტათი უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე უკანასკნელი წვიმები ტფილისში, კავკასიაში მოვიდა დაბერებული ნოე თავისი ხომალდით და არარატზე გაჩერდა.

[...]

დიდი ხნის შემდეგ, არგონავტებთან ერთად, ზღვაოსანი იასონი მიადგა ფაზისს.

[...]

იასონის შემდეგ, არგონავტიკისთვის ამიერკავკასიაში იმყოფებოდნენ ურიცხვი რაოდენობის: თავგადასავლების მაძიებელნი, დამპყრობლები და უბრალო ავანტიურისტებიც კი. ალექსანდრე მაკედონელი, თემურ ლენგი, შაჰ-აბასი... ვინ აღარ ყოფილა ამიერკავკასიაში? მოდიოდნენ, სვამდნენ „ნოეს სასმელს“ და მიდიოდნენ.

ყველაზე დიდხანს აქ რუსეთის მეფის სატრაპები ბატონობდნენ - საბრალო ნიკოლოზის ბოლო დღეებამდე (ლევ ტოლსტოისეული შეფასება).

[...]

შემდეგ ისტორია სწრაფად განვითარდა. გამოჩნდნენ გერმანელები.
★ [„1918 წლის 13 ივნისს ტფილისში დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ეწერა: „საქართველოს ხელისუფლება თავის ხალხს აუწყებს, რომ გერმანული ჯარი, რომელიც ტფილისშია შემოსული, საქართველოს მთავრობამ მოიწვია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრების დასაცავად, მთავრობის სახელითა და მასთან სრული თანხმობით სამოქმედოდ“ - ფირუზ ქაზემზადე - „ბრძოლა ამიერკავკასიისთვის 1917-1921“]
გერმანელებმა თან ჩამოიყვანეს რუსი თარჯიმნები, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამ ას წელიწადში ამიერკავკასიელ აბორიგენებს აღარ ემახსოვრებოდათ მშობლიური ენები და ყველანი გამართულად ისაუბრებდნენ პუშკინისა და ლერმონტოვის ენაზე.

აღმოჩნდა, რომ ხალხმა, ინტელიგენციის გამოკლებით, რუსულად იცოდა მხოლოდ რამდენიმე ფრაზა - „давай деньги“, „приходи завтра“ და რამდენიმე ბინძური, უცენზურო სიტყვა.

გერმანელებს ადგილობრივი ენების სწავლა მოუხდათ, თუმცა რაღაც სასწრაფო, შიდა საქმეების გამო, ისე სწრაფად გაუჩინარდნენ, რომ გერმანელები [ქართულად] - „გამარჯობასა“ და „მრავალჟამიერის“, ადგილობრივები კი [გერმანულად] –„Guten Morgen!” [„დილა მშვიდობისა“] და „Moin“-ის [სალამი] სწავლას ვერ გასცდნენ.

გერმანელები განათლებულმა ზღვაოსნები, ამაყი ალბიონის შვილებმა შეცვალეს და საკუთარი კულტურის გავრცელება დაიწყეს.

წყარო - რესპუბლიკა100

★ 1920 წლის 21 იანვრის „ნიუ იორკ თაიმსის“ ნომერი (The New York Times), რომლის ფურცლებზეც ასეთი რამ ეწერა:
„ბრიტანული არმია შესაძლოა კავკასიაში გააგზავნონ“
„მოსალოდნელია, რომ გააგზავნიან 100 000 კაცს, რომლებიც ქართველებს წითლების შეჩერებაში დაეხმარებიან“...
თან მოიტანეს ვისკი, სიგარები, ავსტრალიური კონსერვები და [ამ პროდუქტებით] დაიწყეს ადგილობრივების, განსაკუთრებით კი გოგონებისა და ქალების გამასპინძლება.
★ [„ქალაქის მმართველობის უარი ინგლისური სამხედრო ხელმძღვანელობის შუამდგომლობაზე - ზნეობრივი მოსაზრებებიდან გამომდინარე, ქალაქის მმართველობამ აიცილა ინგლისური სამხედრო ხელმძღვანელობის შუამდგომლობა თბილისში „ბორდელის“ [Дом терпимости] გახსნასთან დაკავშირებით“, - გაზეთი „Грузия“, 1919 წ.] 
მაგრამ ვერც ვისკიმ, ვერც სიგარებმა და ვერც კონსერვებმა ქართველებში განსაკუთრებული მოწონება ვერ დაიმსახურა.

აღმოჩნდა, რომ ადგილობრივებს ვისკის - კახური ღვინო, სიგარებს - „სოლიდური“ პაპიროსები, კონსერვებს კი - მწვადი ურჩევნიათ.

ალბიონელმა ზღვაოსნებმა ვერ ისწავლეს ადგილობრივი ენა, არც სურვილი ჰქონიათ, რადგან საკუთარი ენა მსოფლიოში საუკეთესოდ მიაჩნიათ, ხოლო საკუთარი რასა კი უმაღლესად და ყველაზე სრულყოფილად.

ამ კულტურტრეგერებისგან ადგილობრივებმა მხოლოდ ორი სიტყვა „All right“ და „Yes“ ისწავლეს.

ინგლისელები წავიდნენ. მათაც, ამიერკავკასიაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფო შიდა საქმეები გამოუჩნდათ.

[...]

ჩამოვიდნენ ტფილისში [იტალიელები]. შიმშილობის შიშით - მაკარონი, გასართობად კი - გიტარები ჩამოიტანეს. მათი ჩამოსვლის საპატივცემულოდ, ტფილისელებმა იტალიელებს „საპატიო მიღება“ გაუმართეს. ღონისძიებამ დილამდე გასტანა, იყო მხიარულება: მღეროდნენ, სვამდნენ, ცეკვავდნენ.

იტალიელების შემდეგ ფრანგები ჩამოვიდნენ. ქართველი გოგონებისა და ქალბატონების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ფრანგებმა პარიზიდან მოდური ქუდები და „ვორტის“ ფირმის სამოსი ჩამოიტანეს.

შემდეგ, ფრანგები - ბერძნებმა ჩაანაცვლეს. ჩამოიტანეს ზეთისხილი, ტრაპიზონის ფორთოხალი, სკუმბრია, კაკალი და აქტიურად დაიწყეს ვაჭრობა. დააგროვეს კაპიტალი და წავიდნენ.

ბერძნები რუმინელებმა შეცვალეს, თუმცა მათ კონცერტებს შემოსავალი არ მოჰქონდა. სამშობლოში დასაბრუნებლად, მოკავშირეებს მათთვის ფულის შეგროვება მოუხდათ.

რუმინელების შემდეგ ბელგიელები ჩამოვიდნენ და ვაი-ვაგლახით განაახლეს მათ მიერვე წამოწყებული ტრამვაის პროექტი. ბელგიელებმა სცადეს მოეთხოვათ მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რაზეც მოკავშირეებმა მიუგეს, რომ ზარალის ანაზღაურებისთვის მათ უნდა მიმართონ გერმანიას, რადგან მხოლოდ გერმანიაა დამნაშავე მსოფლიო ეკონომიკის გაპარტახებაში.

ბელგიელებს ამერიკელები მოჰყვნენ და მეურნეობის აღდგენა დაიწყეს. ჩამოიტანეს კანადური ხორბალი და ლტოლვილებისთვის ლობიოს, ხორცის და სხვა პროდუქტების შეძენა დაიწყეს. მაგრამ ლტოლვილები კვლავაც სადღაც გაიქცნენ.

ამერიკელები წავიდნენ.

კიდევ არაერთი სხვა ხალხი ესტუმრა ამიერკავკასიას.

ამის შესახებ ადგილობრივები ამბობენ - „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“.

[А. Черный, გაზეთი „Грузия“, 1919 წ.] 

გიორგი ჭეიშვილი